იტალიურმა მედიამ დაკავებულ ქართველს ბინების სერიული ქურდი უწოდა

1780

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით იტალიის საპორტო ქალაქ ვენტიმილიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება იტალიური მედიის ცნობით, 45 წლის მამაკაცი ერთ-ერთ სახლში დანაშაულის ჩადენის მომენტში აიყვანეს. მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. დაშავდა სამი სამართალდამცველი. იტალიურმა მედიამ ჩვენი თანამემამულე ბინების სერიულ ქურდობაში ბრალდებულად გააცნო იტალიურ საზოგადოებას.

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ქურდობაში ბრალდებულს სპეციალური ხელსაწყო აღმოუჩინა, რომლითაც ის საცხოვრებელი სახლის კარს ისე აღებდა, რომ კვალს არ ტოვებდა. ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, რომლებიც ბინის მეპატრონეს დაუბრუნეს.