კანადას მომდევნო სამ წელიწადში მილიონი იმიგრანტის მიღება სურს

1656

კანადას მომდევნო სამ წელიწადში მილიონი იმიგრანტის მიღება სურს. ქვეყნის პარლამენტმა სამოქმედო პროგრამა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მილიონი იმიგრანტისთვის მოქალაქეობის მინიჭება იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

კანადამ 2017 წელს 286 ათასზე მეტი მუდმივი მცხოვრები დაამატა, 2019 წელს ეს რიცხვი შესაძლოა, 350 ათასამდე გაიზარდოს.

კანადის ხელისუფლების გეგმის თანახმად, 2020 წელს მუდმივი მოქალაქეობა შესაძლოა 360 ათას, 2021 წელს კი 370 ათას იმიგრანტს მიენიჭოს.