კარგი ამბავი იტალიიდან – იტალიაში მაცხოვრებელი თანამემამულეებისთვის.

21459

როგორც Diaspora.ge-სათვის გახდა ცნობილი 2018 წელს იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მშობლიურ ენაზე მომზადებული მიგრანტის მგზამკვლევი გამოიცემა, სადაც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის საჭირო იტალიის კანონმდებლობას.

ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და ამ სასიხარულო ფაქტის შესახებ კომენტარიც გააკეთა: ,, კარგი ამბავი იტალიიდან! –  2018 წელს იტალიაში მცხოვრები ქართველებისათვის ქართულ ენაზე მიგრანტის გზამკვლევი გამოიცემა.
  დღეს გვქონდა საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრები იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 
შევთანხმდით, რომ 2018 წლის ბოლომდე ერთობლივად შევიმუშავოთ და გამოვცეთ ქართველებისათვის გზამკვლევი, რაც მათ საკუთარი უფლებების დაცვასა და ინტეგრაციაში ქმედითად დაეხმარება.” – განაცხადა დეპარტამენტის დირექტორმა.