კვლევა :რას ასახელებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად

173

საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა სასამართლო სისტემის მიმართ ცოდნისა და
დამოკიდებულების შესახებ 2018 წლის 30 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე პერიოდში
ჩატარდა. კვლევა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა.ზოგადი დამოკიდებულება საქართველოს სასამართლოების მიმართ საქართველოს მოსახლეობა ქვეყნისთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად –  უმუშევრობას (75%), სიღარიბესა (45%) და ფასების ზრდას (30%) ასახელებს.
სასამართლოს დამოუკიდებლობა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად საქართველოს
სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 5%-მა დაასახელა

„სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ პროექტის ფარგლებში,
რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC)
პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტთან” (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRCსაქართველო)
ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა საბაზისო კვლევა
სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და
დამოკიდებულების შესახებ.

 

იხილეთ მთლიანი დოკუმენტი http://crrc.ge/project/facilitating-implementation-of-reforms-in-the-judiciary-fair/101/5c07b4422f27a