კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს

225

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს ხელშეკრულება „გიპუზკოა ბასკეტმა“ გაუფორმა, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს. კონტრაქტი ერთწლიანია, თუმცა მისი გაწყვეტა ორივე მხარეს ერთი თვის შემდეგ შეუძლია.

სანაძემ გასული სეზონი იტალიურ „პისტოია ბასკეტში“ გაატარა, თუმცა, იქიდან წამოსვლა ტრავმის გამო მოუხდა. მანამდე, დუდას თბილისის „დინამოში“, „რუსთავში“, „ბათუმში“ და სლოვენიურ „პრიმორსკაში“ უთამაშია, ოთხი წელი კი ამერიკის სტუდენტური ლიგის საუნივერსიტეტო გუნდ „სან დიეგოში“ აქვს გატარებული.

სანაძის დებიუტი სავარაუდოდ 21 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში შედგება, როცა სანსებასტიანური გუნდი ბადალონის „ხუვენტუტს“ ესტუმრება. „გიპუზკოა ბასკეტს“ ოთხი ტურის შემდეგ მოგება არ აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ბურჯანაძეს, მან წინა მატჩი გამოტოვა.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია