კონსტანტინე სურგულაძე იტალიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

1407
 დღეს საქართველოს პრეზიდენტი ახლად დანიშნულ საქართველოს ელჩებს შეხვდა, რომელთა შორისაც არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, რომელიც  იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება.
 კონტსტანტინე სურგულაძე 2014 წლიდან დღემდე – საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი იყო ნიდერლანდების სამეფოში, სადაც 2012 – 2014 წლებში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტისტზე მუშაობის შემდგომ გადაინაცვლა.
2012 წელს კი პოლიტიკური კოალიცია ” ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის ” – ემიგრაციისა და დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პოლიტიკური პარტია ” თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო.
 კონსტანტინე სურგულაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1997 წელს დაიწყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის – მესამე მდივნად, 1998 – 2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის – მესამე მდივანი,2001 წელს დაინიშნა კონსულად  დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში. 2005 – 2006 წლებში კონსტანტინე სურგულაძე გაეროს პროგრამის ფარგლებში მუშაობა განაგრძო საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციაში.
 2006 – 2007 წლებში კომპანია შევრონ -ტექსაკოს საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორია. 2007 – 2008 წლებში დაუბრუნდა დიპლომატიურ სამსახურს და დაინიშნა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად. 2008 წელს კოტე სურგულაძემ კვლავ დატოვა საგარეო საქმეთა სამინისტრო და პოლიტიკური პარტია ” თავისუფალი დემოკრატების” რიგებს შეუერთდა.

იტალიის რესპუბლიკაში  საქართველოს ახლადანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა განათლება 1989 – 1990 წლებში კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში – საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიიღო, ხოლო 1990 – 1995 წლებში საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო,
1996 წელს დიდი ბრიტანეთში ბირმინგემის უნივერსიტეტში – საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებში გაიღრმავა ცოდნა, ხოლო 1997 წელს ნიდერლანდების სამეფოში ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში.
კონსტანტინე სურგულაძეს ყავს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.