კორეაში ქართველი მეცნიერი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა

492

27 იანვარს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა კორეაში ქართული კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურისა და ისტორიის წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისათვის და საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში გაწეული თანადგომისათვის, სეულის იონსეის უნივერსიტეტის დოქტორანტი რუსუდან ფირცხალავა საელჩოს მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ელჩმა  კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და დამსწრე პირებს მიაწოდა ასევე  განახლებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, განხილულ იქნა მიმდინარე წელს საელჩოს მიერ დაგეგმილ აქტივობებში კორეაში მცხოვრები ქართველების ჩართულობის პერსპექტივები და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებში მათი მონაწილეობის საკითხები.