ევროპარლამენტარებმა საქართველოს მოქალაქეების ევროპაში ლეგალურად დასაქმების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

13787

როგორც  ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იტყობინება მისი შეხვედრების შემდგომ საქართველოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმება კიდევ უფრო რეალური პერსპექტივაა. დავით ბაქრაძის განცხადებით :,, ჩვენი პარტნიორები, ევროპარლამენტიდან, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებენ. ბრიუსელში ვიზიტისას ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი მეგობრები მზად არიან მხარი დაუჭირონ და ლობირება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესს ევროპის ქვეყნებში.” 

დავით ბაქრაძემ ამავე საკითხზე სრული მხარდაჭერა მიიღო ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტისგანაც, შეხვედრის შემდგომ პრეზიდენტობის კანდიდატმა  გაცხადა რომ :,,დღეს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ, ჯოზეფ დოულისთან, შეხვედრისას საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებსა და ევროინტეგრაციაზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზე, ვისაუბრეთ.”

იხ. ვიდეო

ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე

📌 საქართველოს მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმება რეალური პერსპექტივაა.📌 ჩვენი პარტნიორები, ევროპარლამენტიდან, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას იწყებენ. ბრიუსელში ვიზიტისას ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი მეგობრები მზად არიან მხარი დაუჭირონ და ლობირება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესს ევროპის ქვეყნებში.#საიმედოხვალინდელიდღე

Опубликовано დავით ბაქრაძე -David Bakradze Четверг, 6 сентября 2018 г.