ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი გადაბრუნდა.

255

 ლიბიის სანაპიროს სიახლოვეს მიგრანტებით სავსე ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე 100-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო იტალიის სანაპირო დაცვა და გერმანული ორგანიზაცია See-watch. 2017 წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათი რიცხვი კი, ვინც ევროპის სანაპიროებამდე მიღწევა შეძლო, 118 ათასს შეადგენს.