ლიკა ჯანელიძის ხმა და გზავნილები ძალადობის წინააღმდეგ

331

„100 ხმა ძალადობის წინააღმდეგ“ წარმოადგენს ფონდის -„სამართლიანობა და თანასწორობა“ პროექტს. მისი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და არსებული სტერეოტიპების დაძლევა, რომლებიც ძალადობასთან დაკავშირებითაა დამკვიდრებული. პროექტი აერთიანებს 100 ადამიანს, რომელიც თავის პროფესიაში წარმატებულია და თავის მოსაზრებას გააჟღერებს. “ 

დღეს წარმოგიდგენთ  საბერძნეთის  რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის

ლიკა ჯანელიძის შეხედულებებს და შეფასებებს ძალადობის შესახებ.  

 მე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ვგმობ ყველა სახის დისკრიმინაციას და მიმაჩნია, რომ ეს არ ემსახურება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. საჭიროა, ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროპული ღირებულებების შესაბამისად განხორციელდეს. განსაკუთრებული ყურადღება კი სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა დაეთმოს

ჩემი სკოლის მოსწავლეობის დროს, როდესაც ჯერ კიდევ მეორე კლასში ვიყავი ჩემი სწავლითა და შრომით . ხუთოსნობის დაფაზე მოვხვდი. ერთ დღესაც, იმის გამო რომ თანხა ვერ მივიტანე, რისი საშუალებაც ჩემს ოჯახს იმ პერიოდში არ ჰქონდა, მასწავლებელმა ჩემს მაგივრად დაfაზე სხვა მოსწავლის სახელი გამოაკრა, რომელიც არც ნიშნებით და არც სწავლით არ გამოირჩეოდა. ვფიქრობ, ეს ეტაპი ცხოვრებაში ყველას გვაქვს გამოვლილი და ამ დროს ხელი კი არ უნდა ჩავიქნიოთ, პირიქით, უნდა გავძლიერდეთ და გავაგრძელოთ ცხოვრება

ხშირად, მასწავლებლები ვერც კი ამჩნევენ, რომ მათი მოსწავლე ჩაგვრის მსხვერპლია. ან თუ ამჩნევენ, ცელქობას მიაწერენ. რიგ შემთხვევებში არ იციან, როგორ მოიქცნენ. საზოგადოება, სკოლა, ოჯახიერთობლივად უნდა ჩაებას ამ პრობლემის მოგვარებაში.

სკოლას ამ ვალდებულებას საქართველოს კანონდებლობა ისედაც უწესებს. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სასკოლო სივრცე უნდა იყოს არადისკრიმინაციული და უნდა უზრუნველყოფდეს გამოხატვის თავისუფლებას. სკოლის ერთერთი უმთავრესი ფუნქცია და მიზანია, აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქე, რომელიც პატივს სცემს სხვა ადამიანების უფლებებს

გარდა ამისა, დღეს საქართველოში კვლავ მწვავედ დგას ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა. არ მიმაჩნია, რომ საქართველო ღრმად პატრიარქალური ქვეყანაა. ცალკეული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებები არ შეიძლება განზოგადდეს ერზე და ქვეყანაზე. ჩვენ არაერთი დიდი ისტორიული ფიგურა გვყავდა ქალი. ასევე, აღსანიშნავია, რომ, როგორც კი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, პარლამენტის წევრი ქალები აღმოსავლეთ ევროპაში პირველებმა ჩვენ ავირჩიეთ. ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებაზე კი ჩვენს წინაპრებს, სხვა დემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით, არც უკამათიათ. ამიტომ დღეს თანამედროვე ქართულ საზოგადოებას არ აქვს უფლება, დაუშვას ქალთა მიმართ ძალადობა