ლიტვაში საქართველოს საელჩოში ძველი აბრა ახლით – SAKARTVELO AMBASADA შეცვალეს

249

ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობაზე აბრა გამოცვალეს და GRUZIJOS AMBASADA-სნაცვლად SAKARTVELO AMBASADA დაკიდეს.

აბრა გასულ კვირას ვილნიუსის მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შეიცვალა.

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ 3 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.

ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas.

ამიერიდან, უკვე ოფიციალურად დაიწყება შემდეგი ტერმინოლოგიის გამოყენება. მაგალითად, საქართველოს საელჩო (ამჟამად GruzijosAmbasada)იქნება „საქართველო ამბასადა“ (SakartveloAmbasada), კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში (ამჟამად Sveiki atvykę į Gruziją) – Sveiki atvykę į Sakartvelą, ქართველი (ამჟამად Gruzinas) – Kartvelas, ხოლო ქართული ენა (ამჟამად gruzinų kalba) – kartvelų kalba და ა.შ.

 

წყარო : 1tv.ge