მადლობის წერილი დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ესპანეთიდან

323

კულტურის ცენტრის “ეურო ჯორჯია ბარსელონას” პრეზიდენტი ნანა ღლონტი-ფურცელაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასორებთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიმართ სამადლობელ განცხადებას აქვეყნებს სადაც ამბობს: ,,უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის დეპარტამენტს, და ყველა თანამონაწილეს ამ დიდი საჩუქრისთვის. სახელმძღვანელოები გადმოეცათ ბარსელონის კულტურის ცენტრთან “ეუროჯორჯია ბარსელონა”-სთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს. ძალიან დიდი მადლობა მოსწავლეების,მშობლების,და მასწავლებლების სახელით ამ დიდი სიხარულისთვის და ყურადღებისთვის. ჩვენი ემიგრანტი ბავშვებისთვის მართლაც რომ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ეს და მადლობა ამ კეთილი ნებისთვის.” – აცხადებს ნანა ღლონტი-ფურცელაძე.

შეგახსენებთ ასევე რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წელს ადაპტირებული სახელმძღვანელოები გადასცა ასევე ესპანეთში მოქმედ სხვა ქართულ საკვარაო სკოლებსაც .