მან ეს შეძლო და დღეს ღამით მივფრინავთ მე და ჩემი შვილი საქართველოში-ემიგრანტის მადლობის წერილი ნინა რურუასადმი.

1770

ერთ-ერთი ემიგრანტი ასოციაცია აისის ხელმძღავნელის – ნინა რურუასადმი მადლობის წერილს სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს და ჩევნც  უცვლელად გთავაზობთ მას :

,,ქალბატონ ნინა რურუას საჯაროდ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ გაწეული დახმარებისთვის რაც მე მან გამიკეთა… ქალაქ ბარიდან მოახერხა და ჩემი შვილისთვის სრულიდ უკაპიკოდ ამაღებინა პასპორტი.

უღრმესი მადლობა ასეთი გულისხმიერებისთვის, იშვიათობაა ასეთი ადამიანები, იმხელა ყურადღება, თანაგრძნობა და გვერდში დგომა მაგრძნობინა, რომ ახლაც ვერ ვიჯერებ. დღეს დღეობით არავინ არაფერს გიკეთებს ისე,  თუმცა ნინა რურუამ სრულიად უფასოდ გაგვიკეთა ეს დიდი საჩუქარი. რაც რთულია კიდევ 4 წლის ბავშვისთვის ბარში თეთრი პასპორტის აღება რომში წაუსვლელად, მან ეს შეძლო და დღეს ღამით მივფრინავთ მე და ჩემი შვილი საქართველოში. დიდი მადლობა ნინა! იმედი სულ მქონდა რომ კეთილი ადამიანები არსებობდნენ.

უღრმესი და უდიდესი მადლობა შენ ამ გაწეული სიკეთისთვის ! ”