მარგველაშვილი და კვირიკაშვილი ლელოში მიდიან – რა ხდება პარტიაში!

0
218

ხაზარაძე-ჯაფარიძის ლელოს, რომელსაც ფრანგული სოციოლოგიური კომპანიის, „იპსოსის“ ბოლო კვლევის მიხედვით 2 პროცენტიანი რეიტინგი აქვს, მალე ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი შეუერთდებიან.

მანამდე, მემარჯვენე ხაზარაძე-ჯაფარიძის რიგები უკვე შეავსეს მემარცხენეებმა და ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილმა წევრებმა. 

მაგალითად: 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში შესულმა დავით უსუფაშვილმა. 

ლელოს შეუერთდნენ 2013 წელს, სხვისი ხათრით არჩეული მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლებიც.

თუმცა, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური ბიოგრაფიის, ღირებულებებისა თუ ინტერესების მქონე ჯგუფების გაერთიანებისა, პარტია ჯერჯერობით რეიგინგს ვერ კრეფს, რასაც ფრანგული „იპსოსის“ ბოლო კვლევაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც ყოფილი ბანკირების პოლიტიკურ გაერთიანებას მხოლოდ ორ პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

კვირიკაშვილი ლელოში 

ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი, თავის დროზე პრემიერობიდან პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილებით გაუშვეს. უფრო სწორად, ოლიგარქმა, კვირიკაშვილი პირდაპირ აიძულა გადამდგარიყო.

გაშვების მიზეზი კვირიკაშვილ-ხაზარაძის მეგობრობა იყო, რომელიც ნელ-ნელა იძენდა პოლიტიკურ სარჩულს.

მაშინ, თავდაპირველად, კვირიკაშვილი უარზე იყო. თუმცა, როდესაც მასთან ძალოვნები მივიდნენ და „აუხსნეს რა შეიძლებოდა მომხდარიყო“ მისი უარის შემთხვევაში, კვირიკაშვილმა პრემიერობა დათმო – იძულებით და ივანიშვილის ახირების გამო. 

ამის შემდეგ, კვირკაშვილის გუნდზე კორუფციული მოტივით გამოძიება დაიწყო. 

დაკითხვაზე გამოიძახეს მისი გუნდის ორი ყოფილი მინისტრი: ქუმსიშვილი და ალავიძე. პარალელურად, გაჟღერდა რომ კვირიკაშვილის კლანმა 200 მილიონი მოიპარა. 

თუმცა, პასუხი ამ დრომდე არავის უგია. პოლიტიკური სიჩუმის სანაცვლოდ, კვირკაშვილის მეგობრებს თავისუფლება აჩუქეს…  

თუმცა, კვირიკაშვილი პირველად 20 ივნისის შემდეგ გამოჩნდა და ივანიშვილის რეჟიმის მიერ ახალგაზრდების თვალების დათხრა მან ღიად გააკრიტიკა. 

გუშინ კი, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პოლიტიკურ პროცესებს. ამჯერად, გიგი უგულავას დაკავების გამო. 

მოკლედ, კვირიკაშვილი პოლიტიკაში დასაბრუნებლად და ლელოში მისასვლელად ემზადება. ის უკვე შეხვდა ხაზარაძეს. 

მარგველაშვილი ლელოში 

ყოფილი პრემიერის გარდა, პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება გიორგი მარგველაშვილიც. 

მართალია, მარგველაშვილი დღემდე რჩება „მენტალურ ქოცად“, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ხაზარაძე-ჯაფარიძისათვის სულაც არ არის დისკომფორტი. 

მეტიც, ლელოში რამდენიმე ისეთი გამოკვეთილი ფიგურაა, რომელიც ახლაც ფილტვებით არის მიერთებული ქართული ოცნების რეჟიმთან.

მარგველაშვილსა და ხაზარაძე-ჯაფარიძეს შორის აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. კონსულტაციების საგანი კი იმ როლის განსაზღვრა იყო, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. 

პარალელრუად, მარგველაშვილი დღემდე ესაუბრება ივანიშვილის ოჯახური კლანის წარმომადგენლებს. ის ბოლომდე არ წყვეტს ურთიერთობას ივანიშვილის გარემოცვასთან და პირად საუბრებში ყოველთვის აფიქსირებს თავის მორჩილებას „ბატონი ბიძინასადმი“. 

სხვათაშორის, მარგველაშვილმა ივანიშვილისადმი მორჩილება ჯერ კიდევ განათლების მინისტრობისას გამოავლინა, როდესაც ოლიგარქის დავალებით კახა ბენდუქიძის აგრარულ უნივერსიტეტს აკრედიტაცია შეუჩერა და ასობით სტუდენტი ქუჩაში დატოვა. 

მართალია, მაშინ, სტუდენტების პროტესტმა შედეგი გამოიღო და  ბიძინას მორჩილ განათლების მინისტრს მოუწია თავისი გადაწყვეტიულების შეცვლა, მაგრამ პოლიტიკურმა დევნამ და ზეწოლამ, საბოლოოდ, კახა ბენდუქიძეს გაუხეთქა გული, რაშიც მარგველაშვილს არც თუ მოკრძალებული მორალური წვლილი მიუძღვის.

გადალახავს თუ არა, ლელო ბარიერს? 

ამ მომენტისთვის, შეიძლება ითქვას რომ ლელოს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს. 

კერძოდ: უკვე ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არცევნები იყოს, ლელო პარლამენტს გარეთ დარჩება. 

ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას განსაკუთრებით სავალალო შედეგები აქვთ რეგიონებში. 

შეიძლება ითქვას რომ სამთავრობო მითმა, ხაზარაძე-ჯაფარიძის მევახშეობის შესახებ მაინც იმუშავა. მიუხევადა იმისა რომ ამ ქვეყნის მთავარი მევახშე და ხალხის გამღარიბებელი სოლოლაკში ზის, ზვიგენებისა და ზებრების გარემოცვაში

რაც შეეხება კვირიკაშვილ-მარგველაშილს, ყოფილ პრემიერს მართლაც აქვს კავშირები მაგალითად ამერიკაში, განსხვავებით „ბარიგების“ და მკვლელების მფარველი მარგველაშვილისგან, რომელიც უფრო „ცარიელი ფურცელი“ და ტვირთია, ვიდრე სარგებელი.