მარიო ბორგუეზიოს აზრით იტალიიდან ყოველ დღე 300 მიგრანტი უნდა გაემგზავროს სამშობლოში.

3448

იტალიელმა პოლიტიკოსმა, პარტია იტალიის ლიგას წევრმა  და ევროპარლამენტარმა მარიო ბორგუეზიომ (Mario Borguezio), , ტელე მაუწყებელ RTL ის ეთერში გააკეთა განმარტებები იმ  ხარჯებთან  და პროცესებთან დაკავშირებით რაც  მისი მთავრობის ყველაზე ამბიციურ დაპირებად შეფასდა  – იტალიიდან 500 000 მიგრანტის დეპორტაციას ეხება .

დაძაბულ ინტერვიუში, რომელსაც პოლიტიკურად აქტიური ჟურნალისტი (როგორც სტეფენ მილერი უწოდებს “კოსმოპოლიტური მიკერძოებით” აღძნებული ჟურნალისტი) უძღვებოდა, ბორგეზიომ იტალიის მომავალი საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ დაჭირდება უამრავი წელი იტალიის მიწიდან მიგრანტების გაძევებას, ბორგუზიო უპასუხა რომ: “არა არ დაჭირდება , თუ ყოველ დღე 300 მიგრანტი გაემგზავრება თავის ქვეყანაში!” და დაამატა რომ : “არავინ არასოდეს უხსნის იტალიელ ხალხს იმიგრაციის შეღების რეალური ღირებულებას –  ეს მილიარდებია, მიგრანტების დეპორტაცია კი მხოლოდ მილიონები დაგვიჯდება. ამასთან მიგრანტები ტურისტული შვებულებას ატარებენ იტალიაში, მიგრანტების გამო ჩვენი ქვეყანა აღარ არის მიმზიდველი ქვეყანა ტურისტებისთვის”

ჟურნალისტის კითხვაზე როცა არც ერთ ქვეყანას არ სურს მიგრანტების უკან დაბრუნება რა გამოსავალს ხედავს, იტალიის დეპუტატმა უპასუხა რომ “ევროკავშირის ფინანსური და სამხედრო ბერკეტები აქვს, რომელიც შესაძლებელია მაგალითად გამოყენებულ იქნეს ტუნისსა და ლიბიას წინაამდეგ” ,ევროპარლამენტარის  შეხედულებით  ეს ორი ქვეყანა  ყველაზე პრობლემურ ქვეყნებად მიიჩნევა მიგრაციის მხრივ , მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირისგან დიდ ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ”.