მატეო სალვინის პარტია მოითხოვს,რომ რადიოში სიმღერების ნახევარი იტალიური იყოს

416

იტალიაში სამთავრობო პარტია „ლიგა“ მოითხოვს, რომ რადიოში სიმღერების ნახევარი იტალიური იყოს. სან-რემოს ფესტივალის შემდგომ სადაც გამარჯვებულად დასახელდა მომღერალი ალესანდრო მაჰმუდი . მომღერალი წარმოშობით იტალიელი არ არის და წელს იტალიას „ევროვიზიის“ კონკურსზეც წარადგენს.

კანონპროექტი პარლამენტს დეპუტატმა ალესანდრო მორელიმ  წარუდგინა. პროექტის მიხედვით, რადიოსადგურები ვალდებული იქნებიან საეთერო დროის მესამედი იტალიელ მომღერლებს დაუთმონ, რომელთა სიმღერებიც იტალიაშია ჩაწერილი. დამატებით საეთერო დროის 10% კი, უნდა ეთმობოდეს ახალბედა იტალიელ შემსრულებლებს.