მაშინ შემეძლება ვთქვა რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ ! – ბლიც ინტერვიუ კონსტანტინე შენგელიასთან

435

DIASPORA.GE- ს დაფუძნების ერთ-ერთი მისია უცხოეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა,თუმცა ჩვენი რუბრიკის დღევანდელ სტუმარად ყველასათვის ცნობილი და განსაკუთრებით ქართველი ემიგრანტებისთვის საყვარელი პიროვნება კოტე შენგელია შევარჩიეთ. 

 მაშ ასე, ჩვენს წინაშეა კონსტანტინე შენგელია ბლიც კითხვებზე საკუთარი საინტერესო პასუხებით :

ბავშვობაში ვოცნებობდი დიდი რომ გავხდებოდი გამეკეთებიმა ისეთი საქმე რითაც საკუთარ სამშობლოს წავადგებოდი!!!

გადავწყვიტე საქართველოდან წამოვსულიყავი იმიტომ რომ ასეთ საქმეებს დამეთანხმებით საკმაოდ დიდი ფინანსები ჭირდება რის შეგროვებასაც ჩემს ქვეყანაში ვერ შევძლებდი!

მოვდიოდი და ვფიქრობდი თუ როგორ გამიჭრდებოდა საკუთარი ქვეყნის და ახლობელი ადამიანების გარეშე!

ემიგრანტი იყო ნიშნავს ციხეს გისოსების გარეშე რაღა თქმა უმდა გადატანითი მნიშვნელობით!!!

პირველად როცა ამ ქვეყანაში დავდგი ფეხი ძალიან გამიჭირდა ადაპტაცია, როგორც თვითონ ქვეყანასთან ასევე ხალხთან,მაგრამ როგორც ვიცით ყველაფერი შეგუებადია სიკვდილის გარდა!

მინდოდა მეტირა მაშინ როცა სხვა ადამიანების სახეზე ბედნიერებას ვკითხულობდი,მაგრამ ამ ბედნიერების სრულად განცდა მე არ შემეძლო რადგან ყოველთვის რაღაც ეკლდა სრულყოფილ ბედნიერებას!

სიზმრად ვნახე  საქართველო,შიშველი ფეხებით როგორ დავაბიჯებდი მადლიან მიწას და ისეთი ბედნიერების განცდა დამეუფლა რომლის ახსნა ფაქტიურად შეუძლებელია!

მონატრება ეს არის ყველაზე ლამაზი გრძნობა და ამავდროულად ყველაზე აუტანელი!

როცა დავბრუნდები საქართველოში მაშინ შემეძლება ვთქვა რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა მქონდეს შესაძლებლობა რომ ჩემი სახით (პირობითად პეტრე)ჩემი წვლილი შევიტანო მის აღორძინებაში!

სულ მინდოდა საჯაროდ მეთქვა რომ ესეც გაივლის და ოდესმე აუცილებლად დაუბრუნდებით ყველა ჩვენს ეზო კარს!

ჩემნაირი ემიგრანტებისადმი ჩემი სათქმელი არის ის რომ უფალმა გამძლეობა და ჭირთა თმენა მოგცეთ!!!

რამდენჯერ მიფიქრია ნუთუ არ არსებობდა ემიგრანტობის გარდა სხვა გამოსავალი???

ამდენი წლის ემიგრანტობის შემდგომ ძალიან მინდა საქართველოში გავაკეთო ყველაფერი ის რაც ამ წლების განმავლობაში უნდა გამეკეთებინა და მაქსიმალურად ავინაზღაურო ის დაკარგული წლები სამშობლოს გარეშე!

ჩემი დევიზია არ ყავდეს ჩემს ქვეყანას ამდენი ემიგრანტი და ამდენი სოციალურად დაუცველი ოჯახი!

ფაქტი შენს შესახებ, რომლის გაგებაც ადამიანებს გააოცებს არის ის რომ ,  მიუხედავად გარეგნულად ჩემი სიძლიერისა შინაგანად ძალიან სენტიმენტალური და სუსტი ვარ!!!!