მელანია ტრამპი იმედოვნებს რომ აშშ წარმატებულ საიმიგრაციო რეფორმას განახორციელებს

402

2018 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე აშშ-ის სასაზღვრო სამსახურებმა ასობით მიგრანტის ოჯახები ერთმანეთს დააშორა, რომლებიც აშშ-ის საზღავრის გადაკვეთისას დააკავეს.

დონალდ ტრამპის ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ, პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმაც გააკრიტიკა. „ძნელია იმის ყურება, როგორ აშორებენ არალეგალ ბავშვებს მშობლებს და ოჯახებს“- განაცხადა მელანია ტრამპმა და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უფრო წარმატებული საიმიგრაციო პოლიტიკა სჭირდება.

რამდენიმეკვირიანი კამათის შემდეგ  21 ივნისს,  პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს მიგრანტების ოჯახის წევრთა დაშორებას საზღვარზე. სავარაუდოდ, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო დაკავებული მშობლები შესაბამის დაწესებულებაში შვილებთან ერთად იქნებიან.