მე ფულს არ ვითხოვ,მე სამსახური მინდა,რომ ოჯახი შევინახო, დავტოვო ისევ იძულებით საქართველო? – ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ თათარაშვილი ღია წერილს აქვეყნებს

668

მე ფულს არ ვითხოვ, მე სამსახური მინდა, რომ ოჯახი შევინახო, დავტოვო ისევ იძულებით საქართველო? – ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ თათარაშვილი ღია წერილს აქვეყნებს –  “ჩემი გეგობრები ბევრი მეუბნება არ დაწერო რუსეთუმედ მოგნათლავენო, მაგრამ არ დავიჯერე და ვწერ. არაფერი არ მაქვს დასამალი მეგობრებისგან და მაინც ვწერ. მოკლედ, ორი წელია დავბრუნდი საქართველოში და ამ მანძილში ვერ ვიშოვე სამსახური. ეხლა კი თქვენ მოგმართავთ. რა ვქნა დავბრუნდე მოსკოვში? აქ არ გჭირდებით? ბატონო ბიძინა მირჩიეთ თქვენც რამე. თუნდაც ჩემი ოჯახის ხათრით, მე ფულს არ ვითხოვ, მე სამსახური მინდა, რომ ოჯახი შევინახო, დავტოვო ისევ იძულებით საქართველო? ვისაც შესტკივა გული მათთან მაქვს ეს კითხვა. იქნება ის მიშლის ხელს ციხეში რო ვიჯექი? მაინტერესებს და იქნება ერთმა ვინმემ მაინც მითხრას, რა ვქნა, გავიქცე? ვუშველო ისევ თავს როგორც 2006 გამაქციეს? ცოტა არ იყოს ნერვებზე ვარ და ალბათ ამიტონაც ვწერ ამ საშინელ პოსტს”- წერს თათარაშვილი სოციალურ ქსელში.