მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას მაისში ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის გათვალისწინებული საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ

2662

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.04.2019წ. ბრძანებით, გამოცხადდა აქცია საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში წარდგენილ განაცხადებზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის გათვალისწინებული საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ.

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი აქცია ეხება ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს (ასაკის მიუხედავად), რომელიც განაცხადს წარადგენს საკონსულოში 01 მაისიდან 01 ივნისამდე. აქცია არ ეხება 1 წლიანი პასპორტის გაცემას.

მომსახურების მიღების მიზნით, ნებისმიერი მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს საიტზე www.geoconsul.gov.ge