მიხეილ სააკაშვილის ახალი პროექტის „ერთად სახლში“ მოწოდებებიდან ერთ-ერთმა მათგანმა ემიგრანტების ნაწილში უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია

5283

მიხეილ სააკაშვილის ახალი პროექტის „ერთად სახლში“ გასაჯაროვებული მოწოდებებიდან ერთ-ერთმა მათგანმა ემიგრანტების ნაწილში უკმაყოფილება და  გააღიზიანება გამოიწვია.  აღნიშნული ორგანიზაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება რომ :,,ორგანიზაციას გააჩნია ოფიციალური ფონდი, რომლის საბანკო რეკვიზიტებიც განთავსებულია საიტზე და ფეისბუქის გვერდზე. ორგანიზაცია ფუნქციონერებს შემოწირულობების ხარჯზე. ჩვენს ფონდში თავმოყრილი თანხები ხმარდება სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებასა და შემდგომ კეთილდღეობას” – რასაც სოციალურ ქსელებში ემიგრანტების მხრიდან უარყოფითი შეფასებები და უკმაყოფილება მოყვა: ,,მეტი საქმე არ მაქვს მაგ ქ…ს ფული ვურიცხო…10 კონა ქინძსაც არ გავიმეტებ მაგ გალსტუკიღეჭიასთვის” – წერს იზოლდა ასკილაშვილი.

თამუნა ნავერიანი იტალიიდან : ,, ერი გახლიჩა შუაზე ,სიძულვილი,ბოღმა,შური,გაუტანლობა და ბოროტება ჩანერგეს ხალხში,ამ დაპირისპირებით გავანაწყენეთ უფალი და ვიმკით კიდეც,ესეთი შავი იანვარი მე არ მახსოვს.ეგ სექტა ამოსაძირკვია საერთოდ.”

ლეილა მექაშვილი: ,,ნეტა დავიჯერო ვერ ხვდება ემიგრანტები მიშას ოინებს, მიშას ფული უნდა მეტი არაფერი აბა დაფაცურდით ემიგრანტებო და ჩაურიცხეთ მიხუილას ფულები და მერე ბაიბაი”

ლია გვირჯიშვილი , საბერძნეთი : ,,მეცოდება ყველა ვინც ამას აკეთებს!  , ვის უხდით ფულს.  დაეხმარეთ გაჭირვებულებს, მიშას არაფერი ეშველება. მთელი ცხოვრება სიცრუეში ცხოვრობს. უკრაინამაც კი გამოაპანღურა . იქონიეთ ქალობა და თქვენს თავებს ნუ გამოაყენებინებთ . ყველა ღირსეულ ქალს ცოტა ვაჟკაცობაც უნდა გქონდეთ. მიხედეთ თქვენს ოჯახებს”

მაია ჯანგულაშვილი ათენიდან : ,,იმდენი იკნესოს მაგან მე რომ გაუგზავნი 1 ევროც კი”

ავრორა ბებია სტამბოლიდან: ,,თავხედობა ამას ქვია ერს კარიკატურა უწოდო და ფულიც მისთხოვო.”

ნარგიზი მაკარიძე ათენიდან : ,,მე მარტო ჩამოვედი და მარტო წავალ.არავითარ აქციას არ ვუერთდები !”