მიხეილ ჯანელიძისთვის ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია.

404

ჩემთვის და მთელი მთავრობისთვის ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში.

“ჩემთვის მიუღებელია ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში და რა თქმა უნდა მთავრობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ასევე მათი არსებობა. მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში. რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს, ამასაც სჭირდება პროცესის მართვა და რა თქმა უნდა სახელმწიფო გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომ აცილებული იქნას თავიდან რადიკალიზაცია, რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება და რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში“, – განაცხადა ჯანელიძემ.