„მომავლის ბანაკში“ 2018 წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი დაისვენებს.

929
????????????????????????????????????

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომლის ფარგლებში, საზაფხულო სეზონის განმავლობაში, ანაკლიაში მოქმედ ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებს 14-18 წლის 500-მდე მოზარდი.
„მომავლის ბანაკში“ 2018 წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი დაისვენებს. პროექტის მიზანია, ბანაკში დასასვენებლად მოიწვიოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, მოინახულონ საქართველო, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, დაათვალიერონ ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, გაეცნონ ქართულ ტრადიციებსა და ყოფას, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი, ხოლო კანდიდატების შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება დევნილის სტატუსის მქონე და, ასევე, იმ მოზარდებს, რომლებიც არ არიან ნამყოფი საქართველოში და/ან აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში.
დაინტერესების შემთხვევაში, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
+351 21 301 7270, ორშაბათი – პარასკევი 10:00-დან 13:00 სთ-მდე