მონპელიეში მელორ ვაჩნაძის ორგანიზებულ აქციაზე ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილი მივიდა

931

მონპელიეში მელორ ვაჩნაძის ორგანიზებულ აქციაზე ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილი მივიდა,რის შემდეგაც თავად აქციის ორგანიზატორმა შეკრება თანამოაზრეებთან ერთად დატოვა და განაცხადა რომ ის მიხეილ სააკაშვილთან ერთად არ დადგებოდა, ვინაიდან მის მიერ ორგანიზებული ემიგრანტების უფლებების დაცვის მოთხოვნის მიზნით ორგანიზებული აქცია პოლიტიკური პარტიებთან არანაირ კავშირში არ არის.

მელორ ვაჩნაძის განცხადებით ის აქციების ორგანიზებას საფრანგეთის სხვა ქალაქებში კვლავაც გააგრძელებს სანამ ევრო სტრუქტურებში სიტყვით გამოსვლის უფლებას არ მოიპოვებს და არ მიაღწევს ქართველი ემიგრანტებისთვის იმ პირობების შექმნას რასაც ის ადგილსამყოფელი ქვეყნების მთავრობებისაგან მოითხოვს.