მოსკოვში ქართული სიმღერების საღამოზე ლეგენდარული ქართველი ვარსკვლავები იმღერებენ

948

13 ნოემბერს მოსკოვში ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ექართველი ემიგრანტების  ელოდებათ, კონცერტის რეჟისორი ცნობილი ქართველი ხელოვანი ლაშა ონიანია.

მსმენელის წინაშე ქართველი მუსიკალური ხელოვანების საკმაოდ წარმომადგენლობითი კრებული წარდგება რომელთა შორის ლეგენდარული მერაბ სეფაშვილი, თამარ გვერდწითელი და  სოსო პავლიაშვილი იქნებიან.

მსმენელს საკუთარი შემექმედების ჰიტებს პირადად წარუდგენენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები:  ბესიკ კალანდაძე, ნატო გელაშვილი, ანრი ჯოხაძე, სოფო ხალვაში და  დათო გომართელი, 

საღამოს ქართული სულით გაათბობს ანსამბლი „ქართული ხმები“ და ემიგრანტებს პოზიტიურ განწობას   შეუქმნიან ქართველი მომღერლები გია სურამელაშვილი, კაკული გურიელაშვილი, ნინო ჩხეიძე, თამთა ცხვიტავა და  ლიკა დოლიძე. 

ხოლო VEGAS SITY HALL -ში ქართული სიმღერის საღამოს დაამშვენებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავი დიანა ღურწკაია. 

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/events/487926508376482/?active_tab=discussion