ნანი ბრეგვაძე, ნათია თოდუა, დუტა სხირტლაძე და სხვა ქართველი ხელოვანები გემზე „Le Diamant Bleu“ კონცერტს გამართავენ

497

 3 მაისს, პარიზში, მდინარე სენაზე, გემზე „Le Diamant Bleu“, გაიმართება ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო, რომლის განსაკუთრებული სტუმარი, ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძეა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, გერმანული ვოისის გამარჯვებული ნათია თოდუა, მიშა სულუხია, პაატა ანდრიაძის ბენდი, აჩიკო ბერიძე, ზურა მახნიაშვილი და მსახიობი დუტა სხირტლაძე. ახალგაზრდა დიზაინერი ანანო გელოვანი წარმოადგენს ხელნაკეთი ქსოვილებით შექმნილი სამოსის ჩვენებას, იუველირ-დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი კი თავისი ექსკლუზიური სამკაულების ულამაზეს კოლექციას გამოფენს.
🌐 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს www.eventslux.com