ნიკა შერაზადაშვილს დავით ზალკალიანმა საქართველოს ტურიზმის საპატიო ელჩის სიგელი გადასცა

413
  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში  შეხვდრა გამართა ესპანეთში მცხოვრებ ქართველებთან. დიასპორასთან შეხვედრა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტურიზმის საპატიო ელჩის სიგელი გადასცა ცნობილ ქართველ ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონს ნიკა შერაზადაშვილს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ნიკას გამორჩეულ როლს ესპანეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში.