ნიკოლოზ გუგეშაშვილი და ირაკლი ღლონტი ფოთში დამქირავებლისგან დაზარალებულ უკრაინელ შრომით მიგრანტებს შეხვდნენ

611

 

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ფოთში სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს მართავენ, დღეს უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი შეხვდა. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა მათი პრობლემები პირადად მოისმინა. უკრაინის 6 მოქალაქე ფოთში ნავსადგურის მოიჯარე კომპანიაში სამუშაოდ მაისის თვეში ჩავიდა. მათი განცხადებით, კომპანიამ დაპირებული თანხის მხოლოდ 10 % გადაუხადა. უკრაინის მოქალაქეებმა მომხდარის შესახებ უკვე მიმართეს პოლიციას და ფოთის მერიას.თუმცა როგორც თავად აცხადებენ,მათი პრობლემებით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

http://rustavi2.ge/ka/news/112932