ნინა რურუას რჩევები ემიგრაციაში წასვლის მსურველებს

5592

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილის ძირითად პრობლემად ემიგრაცია იქცა. საქართველოს პოლიტიკურმა და ეკონომიურმა ძვრებმა მასობრივი მიგრაცია გამოიწვია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტა ოჯახებისა და შვილების დასახმარებად. ამ პერიოდში, უცხოობაში მყოფ ემიგრანტს გარკვეული სიძნელეების გადალახვა უწევს, რაც დიდ რისკთან და ზოგჯერ,საფრთხეებთანაც არის დაკვშირებული. არ არის ადვილი უცხოეთში თავის დამკვიდრება და სამუშაო უფლების მოპოვება. ახალ სამყაროში ყველაზე დიდი პრობლემა ემიგრანტისთვის არის უცხო ქვეყანაში ადაპტირება. და მაინც თუ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა:

1.სანამ გაემგზავრებით კარგად დაფიქრდით სად და რატომ გსურთ წასვლა.

2.მაქსიმალურად მოიძიეთ თქვენს მიერ არჩეულ ქვეყანაზე ინფორმაცია. 3.გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ პირებთან, ყველა იმ რისკზე და მოსალოდნელ პრობლემაზე რომლის წინაშეც შესაძლებელია დადგეთ მიმღებ ქვეყანაში.

3.ნურავის ენდობით ბრმად და ნუ დაეყრდნობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

4.ეცადეთ ფსიქოლოგიურად მოემზადოთ რადგან არ არის ადვილი ადაპტაციის გავლა უცხო გარემოში.

5.ეცადეთ ისწავლოთ მიმღები ქვეყნის ენა კომუნიკაციის დონეზე მაინც.ეს გაგიადვილებთ ინტეგრაციის პროცესს ახალ გარემოში.

6.მიმღებ ქვეყანაში ჩასვლისთანავე მოიძიეთ საკონსულოს კოორდინატები რადგან ნებისმერი პრობლემა რომელიც შესაძლებელია შეგექმნათ უმჯობესია ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის უშუალო მონაწილეობით მოაგვაროთ.

7. ეცადეთ მაქსიმალურად გაერკვეთ მიმღები ქვეყნის კანონმდებლობაში, რა უფლება მოვალეობა გაკისრიათ და რა გევალებათ. სასურველია ეს ინფორმაცია ისევ და ისევ კომპეტენტური პირებისგან მიიღოთ.

8. ეცადეთ ჩაერთოთ ნებისმიერ აქტივობაში რომლებსაც დიასპორული ორგანიზაციები ანხორციელებენ.

9.ეცადეთ სცეთ პატივი მიმღები ქვეყნის ტრადიციებს და დაინტერესოთ თქვენც ჩვენით.

10. და ბოლოს დაიმახსოვრეთ რომ თვითეული ჩვენგანი არის სახე ჩვენი ქვეყნისა და გვახსოვდეს რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დესპანნი ჩვენი ქვეყნისა. და მაინც მინდა რომ ყველა თქვენგანი ერთ მშვენერ დღეს სამშობლოში დაბრუნდეს .. მუდამ გვახსოვდეს რომ ჩვენი ფესვები იქააა, საქართველოში წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას.

ნინა რურუა.