ნინო რურუას აზრით დიასპორულ ორგანიზაციებს მიმღებ ქვეყნებში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ

1090

დიასპორულ ორგანიზაციებს მიმღებ ქვეყნებში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ . მთავარი მიზანი მიმოფანტული ქართველების გაერთიანება, მათი დახმარება და საკუთარი ნიჭისა თუ უნარ ჩვევების რეალიზაციაში ხელის შეწყობა გახლავთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა გახლავთ.

ნებისმიერ ასოციაციას, რომელიც უცხო ქვეყანაში კანონის საფუძველზეა რეგისტრირებული და ემსახურება ქართულ საქმეს, უფლება აქვს აერთიანებდეს ემიგრაციაში მყოფ ქართველებს და არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ მიუთითებს იმაზე რომ ასოციაციის წევრობისთვის აუცილებელია იყო ლეგალური ემიგრანტი. ასოციაცია და დიასპორული ორგანიზაცია თავის თავში სწორედ უცხოეთში მყოფი ნებისმიერი ქართველის გაერთიანებას გულისხმობს.

და მაშინ, როდესაც მიმღებ ქვეყანაში კეთილსინდისიერი მოქალაქეები ქმნიან ქართული სულისკვეთებით გამსჭვალულ გარემოს მძიმე შრომის საფასურად, ვფიქრობ ეს დასაფასებელია- განაცხადა FROF. NEWS. COM თან გაკეთებულ განცხადებაში იტალიის  ქალაქ ბარის ქართული ასოციაციის (A. I. S.)  და საკვირაო სკოლის დამფუძებელმა ნინა რურუამ.