დიდი მადლობა ნინო რურუა ! დღეს შენ დაეხმარე შენ წილ საქართველოს და ნეტავ კიდევ ბევრმა მოგბაძოს!

1992

 ,,დიდი მადლობა ნინო რურუა ! დღეს შენ დაეხმარე შენ წილ საქართველოს და ნეტავ კიდევ ბევრმა მოგბაძოს!” – ამ სიტვყვებით გამოეხმაურა DIASPORA.GE-ს დამფუძნებელი და ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღავნელი ავთანდილ გიუნაშვლი ნინო რურუას გორში სტუმრობას.  მას შემდეგ რაც დღეს, გორში სოციალურად დაუცველ მერებაშვილების და საათაშვილების ოჯახებისთვის იტალიაში ქ. ბარში ასოციაცია A.I.S.-ის ხელმძღვანელმა და ქართული საკვირაო სკოლა აისის და დიასპორული ჟურნალ აისის დამფუძნებელმა ნინო რურუამ მოინახულა და პროდუქტები და საჭირო ნივთები გადასცა.

ვიდეო მიმართვა, სადაც ქალაქ გორში პუშკინის ქუჩაზე მცხოვრები პატარა გიო მერებაშვილი საკუთარი ოჯახის გაჭირვების შესახებ საუბრობდა რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა და პატარა გიოს თხოვნას საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩვენი თანამემამულე და იტალიაში ქართველი ემიგრანტების ქომაგი ნინო რურუა გამოეხმაურა და სახლში  ეწვია:,, უბრალოდ გული დამეწვა მის თვალებს რომ ვუყურებდი ვიდეო მიმართვისას, მე დედა ვარ და მაშინვე ჩემი შვილები  გამახსენდა , არ შემეძლო საქართველოში ჩამოვსულიყავი და მე ის არ მომენახულებინა და მის სევდიან თვალებში ის სიხარულის სხივი არ გამეჩინა , თუნდაც იმ მცირედით რაც მხოლოდ მე ერთ ადამიანს შემიძლია… მადლობა ყველას რომ შევძელით და პატარა გიოსთან ერთად,ბ-ნ ნიკა წიქარიძის რეკომენდაციით საათაშვილების ოჯახსაც გავუნაწილეთ ის სითბო და სიხარული რაც ამ ეტაპზე შევძელით. ყველაზე მეტად ალბათ კონფლიქტის ზონაში უნდა ვეცადოთ, რომ აღარ იყვნენ ნაღვლიანები ჩვენი პატარები” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ნინო რურუამ. 
DIASPORA.GE – გულითად მადლობას უხდის ქალბატონ ნინოს დღეს ამ პატარების გახარებისთვის და  ჩვენი სოციალურად გაჭირვებული თანამემამულეების დახმარებისთვის.