ჩვენი დიდი სურვილია იტალიაში საქართველოს იცნობდნენ საუკეთესო კუთხით – ინტერვიუ ნინო რურუასთან

2752

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ნინო რურუა პროფესიით იურისტია,
იტალიის რესპუბლიკის მიერ აკრედიტირებული ქართულ ენოვანი თარჯიმანი, იტალიაში ქალაქ ბარის სასამართლოს მიერ ავტორიზებული კულტურათაშორისი მედიატორი, ასოციაცია A.I.S. (Assistenza per integrazione degli stranieri) პრეზიდენტი და ქალაქ ბარში სერვის ცენტრის დამფუძნებელი.

– საზოგადოება არაკომერციული ხასაითისაა და მიზნად ისახავს ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდას იტალიაში, ორ ხალხს შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას; ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსების გახსნას მოზარდი ემიგრანტებისა და დაინტერესებული პირთათვის, ასევე იტალიური ენის სწავლებას ემიგრანტი ქართველებისთვის. ჩვენ ორგანიზაციის ეგიდით  ვცდილობთ დავეხმაროთ ასევე ემიგრანტებს დოკუმენტაციის მოგვარებაშიც. ჩვენი ორგანიზაცია ასრულებს მედიატორის როლს ემიგრანტსა და იტალიის სახელმწიფოს სტრუქტურებს შორის.

 – რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს და აქტივობებს თუ შეგიძლიათ ამის შესახებ რომ მოუთხროთ ჩვენს მკითხველ …

– როგორც ავღნიშნე გარდა იტალიური ენის კურსებისა ჩვენ სხვადასხვა სახის კულტურულ შემოქმედებითი საღმოების და შეხვედრებს ვაწყობთ ქართველ ემიგრანტთა ნიჭის გამოსავლინებლად, პერიოდული საინფორმაციო ბროშურების გამოცემა, სხვაასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა,კონსულტაცია და მედიაცია ესაა ის ძირითადი სფეროების რომლითაც ამ ეტაპზეა დაკავებული ჩვენი გუნდი.
უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს საკვირაო სკოლა, ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის და  ვგეგმავთ ქართულ ენოვანი გაზეთის გამოცემას.
ჩვენი დიდი სურვილია აქ საქართველოს იცნობდნენ საუკეთესო კუთხით…
ასე ვთქვათ ჩვენ ახალბედა ორგანიზაცია ვართ რომელიც სულ წელიწად ნახევარია რაც დაარსდა .. აღსანიშნავია რომ ორგანიზაციის თანამშრომელთა შორის არაიან იტალიელი ადვოკატებიც რომლებიც აქტიურად მუშაობენ ქართველ ემიგრანტთა პრობლემებზე.

– რომელ უმთავრეს პრობლემას გამოყოფდით ქართველ ემიგრანტთა შორის ?

– ქართველ ემიგრანტთა ძირითად პრობლემად რჩებს მათი არალეგალურად ყოფნა იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რითაც ხშირ შემთხვევაში მათი მათი უფლებები ფაქტიურად დაუცვლია.

– ქალბატონო ნინა , რა არის თქვენი მთავარი მიზანი და რას გსურთ მიაღწიოთ თქვენს მიერ გაწეული შრომით?
– ჩვენი მთავარი მიზანია შეიქმნას ერთიანი, ძლიერი კარგად ორგანიზებული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ქართული ცენტრი, რომელიც იქნება მედიატორი სახელმწიფოსა და ემიგრანტს შორის. სასურველის თუ ამ ცენტრს მონიტორინგს გაუწევს ასევე საქართველოს სახელმწიფო. მინდა პერიოდულად ჩატარდეს საინფორაციო, კულტურული და საგანმანათლებლო შეხვედრები. ამიტომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან და მოვიძიოთ ნიჭიერი ქართველი ემიგრანტები და ხელი შევუწყოთ საქმანობაში  თუნდაც მცირედით.

– დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. 

ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი.