პაპი ფრანცისკე მიგრანტების მიმართ მკაცრ პოლიტიკას კათოლიკური ფასეულობებისთვის მიუღებლად მიიჩნევს

168

CNN- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პაპი ფრანცისკე მიგრანტების მიმართ მკაცრ პოლიტიკას კათოლიკური ფასეულობებისთვის მიუღებლად მიიჩნევს,  რომის პაპმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის “ნულოვანი ტოლერანტობის”  საიმიგრაციო პოლიტიკაც გააკრიტიკა.

Reuters-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში კი პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ამერიკელი კათოლიკე მღვდლების განცხადებას, რომელშიც მექსიკელი მშობლებისა და მათი შვილების განცალკევება “ამორალურ ფაქტად” და “კათოლიკური ფასეულობებისთვის მიუღებლად” არის შეფასებული.  პაპმა განაცხადა რომ ამ პრობლემის მოგვარება ადვილი არ არის, თუმცა “არც პოპულიზმია გამოსავალი”.