პრეზიდენტი ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა.

485

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიასპორასთან შეხვედრაზე დაისვა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ბელგიაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, მათ შორის იყო ორმაგი მოქალაქეობის თემაც.  შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. დიასპორის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა დიასპორასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება.

   ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის პრეზიდენტის ანა ბალამწარიშვილის განცხადებით პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია –  თბილისში ემიგრანტის სახლის არსებობის შესახებ და აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა შესთავაზეს, რასაც პრეზიდენტის მხრიდან დადებითი პოზიცია მოყვა.