ის დიდი პატივისცემით სარგებლობს  ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც – არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე

672

არჩილ თალაკვაძის თქმით სალომე ზურაბიშვილი დიდი პატივისცემით სარგებლობს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება. „მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობს პარლამენტში, საზოგადოებაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ნამდვილად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში .