პრემიერს მიაჩნია რომ ახალგაზრდები იძულებულები არ უნდა ხდებოდნენ საზღვარგარეთ მიდიოდნენ

437
 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით,  ახალგაზრდები იძულებულები არ უნდა ხდებოდნენ საზღვარგარეთ მიდიოდნენ და ახდენდნენ საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზებას.
  თავად ახალგაზრდა პრემიერი ფიქრობს რომ,  საქართველომ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რათა თვითრეალიზაციის მიზნით საზღვარგარეთ წასვლა არ მოუწიოთ.
„ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოში. საზღვარგარეთ  უნდა წავიდეთ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღოთ, მაგრამ გარემო ისეთი უნდა იყოს, რომ ყველას გვქონდეს განცდა – ჩვენ შეგვიძლია  თვითრეალიზება სამშობლოში მოვახდინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით,   განათლება და ახალგაზრდული ეკონომიკა ქვეყნის მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა