რაიმონდ ვეიონის: ლატვია გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, –ლატვიის პრეზიდენტი ეს განცხადება

62

ლატვია გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, –ლატვიის პრეზიდენტი ეს განცხადება, ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა, ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა განცხადება გააკეთეს.

ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრის დიდი ნაწილი უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე საუბარს დაეთმო. „ათ წელზე მეტი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის შემდეგ, რაც ჯერ კიდევ მაშინ დაგმო ლატვიამ. ლატვია გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ამის დემონსტრირების გზით. იმედი გვაქვს, ნაპოვნი იქნება გზები, რათა საქართველომ შეძლოს, თქვას, რომ არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე“, – განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა.

„წელს ვგეგმავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი წევრების რაოდენობის გაზრდას. იმედი გვაქვს, რომ სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს მხარდაჭერის საკითხში“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა. საქართველოსა და ლატვიის ორმხრივი ურთიერთობები განათლების, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებს მოიცავს. პრეზიდნეტები სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სალომე ზურაბიშვილი ლატვიელ კოლეგას, ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, სადაც ის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ავტორი :ჟანა  მეგრელიშვილი