რამდენმა ემიგრანტმა შეიძინა ბინა თბილისში გაყიდული 34,591 ბინიდან?!

441

ჯამნიუსის საინფორმაციო პორტალის რეპორტაჟის თანახმად 2018 წლის განმავლობაში თბილისში 34,591 ბინა გაიყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ რეკორდული მოცულობის თანხა 4,100,000,000 ლარი შეადგინა. ეს 2017 წელთან შედარებით 31%-ით მეტია. ზრდის აღნიშნული ტემპი კი 2017 წელს არსებულთან შედარებით – თითქმის ორჯერ მეტი. გაყიდვების 65% ახალაშენებულ ბინებზე მოდის.

გასულ წელს თბილისში სულ 2,318,000 კვადრატული მეტრი გაიყიდა, ეს ნიშნავს, რომ საშუალო ბინის ზომა 67 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. კვლევის მიხედვით 2018 წლის განმავლობაში თბილისში კვადრატული მეტრის გასაშუალოებულმა ფასმა 1,764 ლარი შეადგინა. ლარებში კვადრატული მეტრის ფასი 2017 წელთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი. საშუალო ფასი ახალაშენებულ ბინაზე $716 დოლარი, ძველ ბინაზე კი $660 დოლარია.

იმ დაშვებით, რომ თბილისში გაყიდული ბინის საშუალო ზომა 67 კვადრატული მეტრია, ხოლო კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 1,764 ლარია, საშუალო ბინის ფასი 118,188 ლარი გამოდის.

კვლევის მიხედვით, თბილისის საბინაო ფონდი 21,640,000 კვადრატული მეტრისა და 290,000 ბინისგან შედგება. გასული 28 წლის განმავლობაში თბილისში ასობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა, თუმცა, 1991 წლის შემდეგ აშენებული შენობები ქალაქის საბინაო ფონდის მხოლოდ 19%-ს შეადგენენ. დანარჩენი 81% კი 1991 წლამდე აშენებულ ობიექტებზე მოდის.

კატეგორიების მიხედვით ბინების საშუალო ფასები ასე ნაწილდება:
არ არსებობს დაზუსტებული სტატისტიკური ინფორმაცია ბინების ქირის ბაზრის შესახებ, რადგანაც ამ ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი არაფორმალური გარიგებების სახით არსებობს. ამ ბაზრის ლეგალურ სეგმენტში, თიბისი კაპიტალის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საშუალო ქირის ფასი 1.6%-ით გაიზარდა და მან კვადრატულ მეტრზე თვეში $5.34 დოლარი შეადგინა.

ზრდა დაფიქსირდა მოკლევადიანი გაქირავების სისტემებში, Airbnb-სა და Booking.com-ზე. 2018 წლის განმავლობაში თბილისიდან ამ სისტემებში 8,660 და 5,331 ახალი შეთავაზება განთავსდა.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მომავალში უძრავი ქონების ფასებზე რამდენიმე ფაქტორი მოახდენს გავლენას, რომლებიც ერთმანეთს ნაწილობრივ დააბალანსებენ.

ე.წ. შავი კარკასი – $642 დოლარი;
ნაწილობრივ თეთრი კარკასი – $693 დოლარი;
რემონტის პირობებში მყოფი ბინა – $773 დოლარი;
თეთრი კარკასი – $792 დოლარი;
ახალ გარემონტებული – $910 დოლარი;
სრულად გარემონტებული და მოწყობილი – $1,008 დოლარი.