რატი ბრეგაძე:მადლობა ჩვენი ერთობლივი ქართული საქმის ყველა მონაწილესა და გულშემატკივარს

235

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე  სამუშაო ვიზიტით ისრაელში ქართულ დიასპორას ეწვია და მისი განცხადებით : ,, შევხვდით ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, გავაცანით გაწეული საქმიანობა და ერთობლივად განვიხილეთ 2019 წლის გეგმები.
დიასპორული ორგანიზაცია ,,მამული” 1 წლის გახდა, რომელსაც ვეწვიეთ და  რომლის მიერაც ირაკლი კილაძის ხელმძღვანელობით უკვე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა და რაც მთავარია ქალაქ ლოდში გაიხსნა საკვირო სკოლა.
მადლობა ჩვენს მეგობარ ისრაელის სახელმწიფოს, რომელმაც მრავალ ქართველს გულთბილად გაუღო კარები და გვერდით უდგას. გამოწვევები კვლავ ბევრია, თუმცა გადაჭრილი პრობლემები ოპტიმიზმისა და სიხარულის საფუძველს გვაძლევს. მადლობა ჩვენი ერთობლივი ქართული საქმის ყველა მონაწილესა და გულშემატკივარს.” განაცხადა რატი ბრეგაძემ . მისივე შეფასებით ლოდის ქართულ სკოლაში : ყოველ შაბათს სკოლისაგან თავისუფალ დროს ქართულის შესასწავლად სხვადასხვა ადგილიდან ისრაელში ქალაქ ლოდში ახლად დაარსებულ საკვირაო სკოლაში მოდიან. ეს ის ქართული კერაა, რომელიც ქმნის ხიდს საქართველოსა და ისრაელში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს შორის. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რომ არა სამშობლოზე და საკუთარ საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული პედაგოგების თავდადება, რომლებიც სამსახურის და საოჯახო საქმეების პარალელურად მთელ თავისუფალ დროს ამ კეთილშობილურ საქმეს უთმობენ. თითოეულ მათგანს ჩვენგან დიდი მადლობა და მხარდაჭერა ეკუთვნის.”