რატი ბრეგაძის განცხადებით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის უკვე შექმნილია

2469

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტმენტის დირექტორი რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ამბობს რომ განათლების სამინისტროს მიერ უკვე შექმნილია სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის საგარეო საქმეთა სამისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ენის სწავლებას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ახორციელებს და წელს უკვე დაწყებული აქვს  საკვირაო სკოლების მხარდაჭერი პროექტი: ,,ჩვენ პირველად დავიწყეთ სახელმძღვანელოს მომზადება, რომელიც იქნება უნიკალური საკვირაო სკოლებისთვის. მომზადდა სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის და ამის მიხედვით მზადდება სამდონიანი ინტეგრირებული სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც ბავშვები საკვირაო სკოლებში შეძლებენ შეისწავლონ ქართული ენა და ამასთან ერთად, ისტორია, გეოგრაფია და კულტურა. სამივე წიგნის სრული კომპლექტი მზად იქნება 20 აგვისტოსთვის, სექტემბერ-ოქტომბერში კი ჩვენ ვგეგმავთ მასწავლებლების გადამზადებას ამ სახელმძღვანელოების მიხედვით. შედეგად, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება ის პრობლემა, რაც არსებობდა საკვირაო სკოლებთან დაკავშირებით თემატურ ნაწილში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.