რაში დახარჯავს იტალიის მთავრობა არალეგალების დამსაქმებლების დაჯარიმებით მიღებულ თანხებს

2290

იტალიის მთავრობის ოთხმა მინისტრმა – შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ, იუსტიციის მინისტრმა ალფონსო ბონაფედემ, ფინანსთა მინისტრმა ჯოვანი დე ტრიამ და ეკონომიკური განვითარების, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ხელი მოაწერეს ერთობლივ ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალის დამსაქმებელი  1398 ევროს სახით მთავრობას ჯარიმას გადაუხდის . ახალი რეგულაცია მიმდინარე წლის 2 მარტიდან შევა ძალაში და მთავრობის წევრები სავარაუდო შემოსული თანხების გადანაწილების გეგმაზეც შეთანხმდნენ.  

მატეო სალვინის და ლუიჯი დი მაიოს მოლოდინებით ასე სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გაჩნდება და  ამ გზით მიღებული შემოსავლებით არსებულ სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებს დახზოგავენ, ხოლო არალეგალების დამსაქმებლების დაჯარიმებით მიღებულ ფულს კი ისევ მიგრანტებს მოახმარებენ. იტალიელი მინისტრების შეთანხმებით რეგულაციის ამიქმედების შემდგომ მიღებული თანხების 40% მიგრანტების სწავლისა და სოციალური ინტეგრაციის ღონისძიებების დაფინანსებისთვის დასაქმებისა და სწავლების ფონდში ჩაირიცხება, ხოლო  დანარჩენი თანხით მათ რეპატრიაციას მოახმარებენ.