რა დასახელების უნდა იყოს იმ ფუნქციების და მიზნების სტრუქტურა რომელსაც დღეს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი ეწოდება

425

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სახელწოდების მქონე სტრუქტურას ძირითად ამოცანებად განსაზღვრული  აქვს ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, მის კომპეტენციაში შედის ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება და უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, ამასთან აღნიშნული სახელმწიფო უწყება უზრუნველყოფს
– „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის ასევე 92 პირზე გათვლილი დროებითი განთავსების ცენტრიც.

როგორც ცნობილია აღნიშნული საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება მიგრაციას ,თუმცა უფრო თუ დავაზუსტებთ აღნიშნული მიზნების და ამოცანების შესრულება აღნიშნება არა ზოგადად მიგრაციით არამედ იმიგრაციით რომელიც თავად მიგრაციის სამთავრობო კომისიის განმარტებითაც დეკლარირებულად განსაზღვრულია რომ არის ,,ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქის მუდმივად ან დროებით დასახლება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე”  საქართველოს კანონმდებლობითაც უცხოელი რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს საქართველოში მუდმივად ან დროებით ცხოვრების უფლებას არის იმიგრანტი (ლათ. immigrare ვსახლდები) . 

შესაბამისად საქართველოს ახალი მცირე მთავრობის პოლიტიკის დანერგვის საფუძველსა და სახელმწიფო სტრუქტურის სარეფორმო პერიოდში, სასურველია აღნიშნულ უწყებას სწორი სახელწოდება  ჩამოუყალიბდეს და სრულად მის ზედამხედველობაში მოექცეს  იმიგრაციის ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების მსურველი უცხოეთის მოქალაქეების საკითხები, ვინაიდან მის ფუნქციებში პრემიერის განცხადების შესაბამისად გადადის ასევე ყველა ის კომპონენტიც, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და ქვეყნის შიგნით არსებულ მიგრაციულ საკითხებად განიხილება. ამასთან თუ კი დეპარტამენტს მისი რეალური ფუნქციებიდან გამომდინარე ვფიქრობ აბსოლიტურად თავსებადად ეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის დეპარტამენტი საბოლოოდ თავიდან ავიცილებთ მომავალში დუბლიკატი სახელმწიფო უწყების შექმნას ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ,,საქართველოს კანონის – უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”  განსაზღვრული ძირითადი  ამოცანების იმპლემენტირებელ ორგანოდ ერთი სახელმწიფო უწყება ჩამოყალიბდება  და ამასთან შესაბამისობაშიც იქნება მისი ფუნქციებისა და მიზნებიდან გამომდინარე მიგრაციის საკითხებში და არა მხოლოდ, არაერთი განვითარებული ქვეყნის მსგავსი სახელწოდების მქონე სტრუქტურასთან ისევე როგორც მაგალითად დიდ ბრიტანეთში სამინისტოსაც კი მსგავსი დასახელება აქვს და ეწოდება იმიგრაციის სამინისტრო (www.gov.uk ), საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავს სახელმწიფო უწყებას სახელწოდებაში სწორედ იმიგრაცია აქვს გამოყენებული. (www.interieur.gouv.fr) მსგავსად იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი ფუნქციების დეპარტამეტისა, (www.libertaciviliimmigrazione.dlci.interno.gov.it) ,,იმიგრაცია”გვხვდება ასევე ირლანდიის სახელმწიფო სტრუქტურის დასახელებაშიც (www.inis.gov.ie), ანალოგიური სახელწოდება გვაქვს, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროშიც(www.immigration.gov.gr), სადაც ცალკე სახელმწიფო უწყებად  სწორედ იმიგრაციის დეპარტამენტია გამოყოფილი, რომელსაც სწორედ ქვეყნის ტერიტორიაზე ბინადრობის მსურველი უცხოელების საკითხებზე ზედამხედველობა ავალია მსგავსად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟმად მიგრაციის დეპარტამენტის სახელწოდებით არსებული სახელმწიფო უწყებისა. 

სიის გაგრძელება ვფიქრობ საჭირო აღარაა, ვინაიდან ისედაც ცხადია რომ მიგრაციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის შესავალიც რომ გადავფურცლოთ მარტივად აღმოვაჩენთ, რომ იმ ფუნქციების და მიზნების სტრუქტურას, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ეწოდება უმჯობესი და გამართლებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის დეპარტამენტი ეწოდოს. 

ავტორი ავთანდილ გიუნაშვილი