რა იგულისხმება დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერად სახელმწიფოს სტრატეგიის მიხედვით

648

რა იგულისხმება დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერად სახელმწიფოს სტრატეგიის მიხედვით და ტიპის კონკრეტული მექანიზმების ქმედით გატარებას გულისხმობს გაწერილია საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიაში.(გვ.4.) რომელსაც როგორც ცალკე აღებულ დოკუმენტს – „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ ეწოდება და დიასპორის სტრატეგიად მიიჩნევა. აღნიშნული დოკუმენტის შესავალში ვკითხულობთ რომ

დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების მზარდი ტენდენციის პირობებში, როდესაც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2002 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 600,000 ადამიანითაა შემცირებული,  საქართველოდან გადინებული ადამიანისეული კაპიტალის დაბრუნება  ქვეყნის განვითარებისათვის უაღრესად ფასეულია. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ფულადი გზავნილებით, დიასპორული ინიციატივებით, ქველმოქმედებითა და მიმღებ და წარმოშობის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წახალისების გზით ღირებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. გამომდინარე აქედან, დიასპორის პოტენციალის მიზნობრივად და ეფექტიანად მიმართვის ხელშეწყობა სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. ქართველ თანამემამულეებს თავისი საქმიანობით საკუთარი წვლილი შეაქვთ ადგილსამყოფელი ქვეყნების განვითარებაში, რითაც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციასა და დადებითი იმიჯის შექმნას. დიასპორასა და მიმღები სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის არსებული ურთიერთობებით  საქართველო ათასობით მეგობარსა და მხარდამჭერს იძენს, რაც განაპირობებს ქართული დიასპორის ფასდაუდებელ როლს სახალხო დიპლომატიაში.

სწორედ ამავე დოკუმენის 3.3.2 მუხლი გვამცნობთ თუ როგორ აპირებს სახელმწიფო ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობასა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობას

სახელმწიფო აღნიშნული ამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში მოიაზრებს რომ განხორციელდება:

  • თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ პერიოდულად განახლებადი ელექტრონული ბაზის შექმნა და სრულყოფა;
  • დიასპორული ორგანიზაციების შესახებ სანდო და აქტუალური ინფორმაციის მოპოვება;
  • დიასპორულ ორგანიზაციებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება;
  • დიასპორული ორგანიზაციების  მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ტრენინგების ორგანიზება დიასპორული ორგანიზაციების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად;
  • დიასპორულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა