რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ელტონ ჯონის კონცერტები ,,ბლექსი არენაზე”

1153

რა თანხა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები რომელიც  „ბლექსი არენას” სცენაზე დღეს და ხვალ გაიმართება ჯერ ჯერობით უცნობია. კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, შეკვეთილში მდებარე დიდ საკონცერტო დარბაზთან კონცერტის დაწყებამდე დიდი ზომის ეკრანი დამონტაჟდება, სადაც მისულ მსმენელებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის ნახვა შეეძლება.

ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი საქართველოში Wonderful Crazy Night-ის ტურნეს ფარგლებში წარდგება. მუსიკოსი მსმენელს როგორც ძველ ასევე ახალ მუსიკალურ ჰიტებს შესთავაზებს.

როგორც კონცერტის ორგანიზატორებმა „ინტერპრენისუსს“ განუცხადეს, ამ დროისათვის საკონცერტო დარბაზში ბოლო დეტალები მოწმდება.

რაც შეეხება ბილეთებს, 2017 წლის 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით კი – 1 ივლისისს.

შეგახსენებთ, რომ „ბლექსი არენას“ სცენაზე ელტონ ჯონის კონცერტი გასული წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო.