როგორ ჩავაბაროთ გერმანიის უნივერსიტეტში?

368

გერმანიაში სწავლის წინაპირობები ქართველი აბიტურიენტებისათვის, რომელთაც გერმანიში საბაკალავრო საფეხურის გავლა სურთ მოქმედებს შემდეგი წესები:   ა) მათთვის  ვინც 2009 წლის შემდეგ აიღო ატესტატი თორმეტწლიანი საშუალო სკოლის ატესტატით ქართველ აბიტურიენტს უფლება ეძლევა ჩაირიცხოს გერმანიაში  უნივერსიტეტის მოსამზადებელ კოლეჯში ( www.studienkollegs.de )და ერთი წლის შემდეგ  გააგრძელოს სწავლა ბაკალავრიატის პირველ კურსზე. თუკი  გერმანიაში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ პირს აქვს ქართული საშუალო […]

გერმანიაში სწავლის წინაპირობები

ქართველი აბიტურიენტებისათვის, რომელთაც გერმანიში საბაკალავრო საფეხურის გავლა სურთ მოქმედებს შემდეგი წესები:

 

ა) მათთვის  ვინც 2009 წლის შემდეგ აიღო ატესტატი
თორმეტწლიანი საშუალო სკოლის ატესტატით ქართველ აბიტურიენტს უფლება ეძლევა ჩაირიცხოს გერმანიაში  უნივერსიტეტის მოსამზადებელ კოლეჯში ( www.studienkollegs.de )და ერთი წლის შემდეგ  გააგრძელოს სწავლა ბაკალავრიატის პირველ კურსზე.

  • თუკი  გერმანიაში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ პირს აქვს ქართული საშუალო სკოლის თორმეტწლიანი ატესტატი და ამას გარდა საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში დახურული აქვს ერთი კურსი  მას შეუძლია პირდაპირ განაგრძოს სწავლა  გერმანიის  უნივერსიტეტის ბაკალავრიატში (ცვლილებების მიღებამდე მსგავს  შემთხვევაში სტუდენტი ღებულობდა უფლებას ესწავლა მოსამზადებელ კოლეჯში).

 

ბ) მათთვის, ვინც 2009 წლამდე მიიღო საშუალო სკოლის ატესტატი

  • გერმანიაში სწავლით დაინტერესებული პირი, რომელსაც არ აქვს თორმეტწლიანი სწავლების საშუალო სკოლის ატესტატი და სურს სწავლა განაგრძლოს გერმანიის  უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე, ვალდებულია დახუროს საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ერთი კურსი, რის შემდეგაც შეუძლია სწავლა განაგრძოს მოსამზადებელ კოლეჯში ( www.studienkollegs.de ). კოლეჯის დასრულების შემდეგ (ხანგრძლივობა ერთი წელი) მას შეუძლია შეუდგეს სწავლას ბაკალავრიატში.

ენის ცოდნა 

გერმანიის უნივერსიტეტში სწავლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა გერმანული ენის კარგი ცოდნაა. ამიტომ სასურველია თუ აბიტურიენტები ჯერ კიდევ სამშობლოშივე იზრუნებენ ამ საკითხის მოგვარებაზე.    ww.goethe.de/tbilissi

ვისაც გერმანიაში გერმანული ენის ცოდნის გაღრმავება სურს, შეუძლია გაეცნოს ენის შესასწავლი კურსების საკმაოდ ფართო არჩევანს. ww.deutsch-lernen.net

გერმანიის უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილი გამოცდებიდან რომელიმეს ჩაბარება:

  • TestDaF – ტესტი გერმანული როგორც უცხო ენა
  • გერმანიაში მიღებული სკოლის ან ორენოვანი გიმნაზიის ატესტატი
  • DSH – გერმანული ენის გამოცდა უცხოელი აბიტურიენტებისათვის
  • ZOP- გოეთეს ინსტიტუტის უმაღლესი საფეხურის გამოცდა
  • KDS- გოეთეს ინსტიტუტის ენის მცირე დიპლომი
  • GDS – გოეთეს ინსტიტუტის ენის დიდი დიპლომი
  • DSD – გერმანიის კულტურის სამინისტროს გერმანული ენის დიპლომი, 2 საფეხური

ზემოთხსენებული წინაპირობები არ ვრცელდება ზოგიერთ საერთაშორისო სპეციალობასა და სამაგისტრო კურსზე.

ჩვენს ვებ-გვერდზე, რუბრიკაში გერმანული ენის შესწავლა, შეგიძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ ხსენებული გამოცდების შესახებ.

იხილეთ ასევე: www.sprachnachweis.de

ვინც სათანადო დონეზე ვერ ფლობს გერმანულ ენას შეუძლია არჩევანი შეაჩეროს ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე და სწავლის პერიოდში შეისწავლოს გერმანული როგორც მეორე უცხო ენა. ww.daad.de/idp

გერმანიაში გამგზავრებისა და იქ ყოფნის პირობები

ქართველ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს გერმანიაში გამგავრებისათვის ესაჭიროებათ ე.წ. ნაციონალური ვიზა ( Nationales Visum). სასწავლო ვიზის მისაღებად საჭიროა წერილობითი ცნობა, რომ სტუდენტს გააჩნია გერმანიაში ერთი წლით ყოფნის ფინანსური სახსრები. ამჟამად ყოველთვიურ მინიმუმად მიიჩნევა 600 ევრო. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ შეგიძლიათ მიმართოთ გერმანიის საელჩოს საქართველოში .გერმანიაში უნივერსიტეტში ჩაბარების მიზნით არ გამოიყენოთ ტურისტული ვიზა, რადგან ტურისტული ვიზის გაგრძელება ან გადაკეთება სტუდენტურ ვიზად არ ხდება.


ვიზა უნივერსიტეტში განაცხადის შეტანისათვის 

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჯერ არ ჩაგიბარებიათ გერმანიის უნივერსიტეტში ან მოსამზადებელ კოლეჯში, შეგიძლიათ გერმანიის საელჩოში განაცხადი შეიტანოთ ვიზაზე, რომელიც უშუალოდ უნივერსიტეტში განაცხადის შეტანის მიზნით გაიცემა (Visum zur Studienbewerbung). ვიზა სამი თვის ვადით გაიცემა და საშუალებას გაძლევთ ადგილზე გაეცნოთ გერმანიაში სწავლისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის წინაპირობებს. თუკი ეს ვადა საკმარისი არ იქნება ვიზის გაგრძელება განაცხადის საფუძველზე მაქსიმუმ 6 კვირითაა შესაძლებელი. თუ თქვენ ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტში ჩარიცხვის თანხმობას მიიღებთ, შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ გერმანიაში ყოფნის ნებართვაზე სასწავლო მიზნით Aufenthaltserlaubnis) .

სასწავლო ვიზა 

გერმანიის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში, გესაჭიროებათ სასწავლო ვიზა ( Visum zum Studienzwecken). მსგავსი სახის ვიზა როგორც წესი სამი თვის ვადით გაიცემა. ხოლო თუ გერმანიაში სასწავლო მიზნით უფრო ხანგრძლივი დროით აპირებთ დარჩენას, განაცხადი გერმანიაში ყოფნის უფლების მოსაპოვებლად, უნდა შეიტანოთ უცხოეთის განყოფილებაში ( Ausländerbehörde) თქვენი საცხოვრებელი ადგილისდა მიხედვით.


სასურველი უნივერსიტეტისა და საგნის არჩევა

სპეციალობების არჩევანი გერმანიის უნივერსიტეტებში საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. ინტერნეტში არსებობს მონაცემთა ბაზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ამათუიმ სპეციალობისა თუ კურსის, მისი ხანგრძლივობის, ასევე აკადემიური ხარისხის მოპოვების შესახებ. აქვე გაეცნობით უნივერსიტეტების ჩამონათვალსაც.

  • DAAD-ს გვერდი Hochschulführer des DAAD (უნივერსიტეტების გზათმკვლევი) გაგ აცნობთ გერმანიის იმ უნივერსიტეტებს, რომელშიც თქვენს მიერ არჩეული სპეციალობის შესწავლა გსურთ. ერთმანეთისგან გამიჯნულადაა წარმოდგენილი საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები (გერმანულ და ინგლისურ ენებზე).
  • გვერდი Hochschulkompass წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლის რექტორთა საბჭოს (HRK) საინფორმაციო პორტალს, სადაც დაწვრილებითი ინფორმაციაა განთავსებული გერმანიის უნივერსიტეტების, მათში წარმოდგენილი სპეციალობებისა და საერთაშორისო კურსების შესახებ (გერმანულ და ინგლისურ ენებზე).
  • რუბრიკა პროფესიისა და სპეციალობის არჩევანი – www.studienwahl.de წარმოგიდგენთ თვითოეული კურსის დაწვრილებით აღწერას და გთავაზობთ უნივერსიტეტების ჩამონათვალს (გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე).
  • Internationale Studiengänge (საერთაშორისო კურსები): გერმანიის მრავალ უნივერსიტეტში შესაძლებელია სპეციალობების მოძიება, რომელთა დამთავრების შემდეგაც სტუდენტი საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს, მაგისტრის ხარისხს ან მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომს ღებულობს. ზემოთ ჩამოთვლილი კურსები გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონით. სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, გერმანული ენა კი სწავლის პერიოდშივე მეორე უცხო ენადაა შემოთავაზებული.
  • კვლევითი პორტალი – Forschungsportal.net გთავაზობთ გერმანიის რუკას იქ არსებული უნივერსიტეტებითა და მათი ინტერნეტ მისამართებით.
  • Hochschulkarte Deutschland (უნივერსიტეტების რუკა): აქედან შეგიძლიათ პირდაპირ მოხვდეთ თქვენს მიერ ამორჩეული უნივერსიტეტის ინტერნეტ მისამართზე.
  • Sommerkurse – საზაფხულო კურსები გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში: გერმანული ენის შემსწავლელი კურსები, ასევე კურსები თემებისა და სპეციალობების მიხედვით.
  • საზღვარგარეთის საგანმანათლებლო უწყების ცენტრალური ოფისის მონაცემთა ბაზაში Anabin შეგიძლიათ მოიძიოთ პასუხი კითხვაზე: აღიარებული იქნება თუ არა გერმანიაში თქვენს მიერ საქართველოში მიღებული დიპლომი.
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები – Internationale Promotionsprogramme:
    50 საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა სტრუქტურირებული სპეციალობების მიხედვით, გაერთიანებული ერთ ქსელში (ინგლისურ ენაზე).

თუ უკვე აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სპაციალობა და უნივერსიტეტი, აუცილებლად დაუკავშირდით საზღვარგარეთის განყოფილებას და გაეცანით დაწვრილებით ინფორმაციას უნივერსიტეტში ჩარიცხვის წინაპირობების შესახებ. უნივერსიტეტისდა მიხედვით ეს პირობები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

განაცხადის შეტანის ვადები უნივერსიტეტში ჩასარიცხად
სააპლიკაციო ფორმები

ზაფხულის სემესტრისათვის განაცხადის შეტანის ბოლო ვადა როგორც წესი 15 იანვარია. ამ დროისათვის საბუთები უნდა გადაიგზავნოს უნივერსიტეტში ან საკონსულტაციო ცენტრში uni-assist-ი. ზამთრის სემესტრისათვის განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 15 ივლისია.

ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ზემოთ ხსენებული ვადები შეცვლილია. ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, თუ სასურველი უნივერსიტეტის მოძიების შემდეგ უშუალოდ დაუკავშირდებით მას და დაადგენთ კონკრეტულ ვადებს!

სააპლიკაციო ფორმები შეგიძლიათ გადმოტვირთოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან ან DAAD-ს საიტიდან : www.daad.de/de/form

 

uni-assist – საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი გერმანიის უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის

uni-assist-ის საერთაშირისო საკონსულტაციო ცენტრმა მუშაობა დაიწყო 2004 წლის 1 მაისს. ცენტრში გულდასმით მოწმდება უნივერსიტეტში გადასაგზავნი საკონკურსო საბუთების სისწორე და სრულყოფილება.

ამჟამად uni-assist-თან თანამშრომლობს 95 გერმანული უნივერსიტეტი. ეს რიცხვი თანდათან მატულობს. თუ გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული კურსის გავლას აპირებთ და უნივერსიტეტში მისაღებ კონკურსში გნებავთ მონაწილეობის მიღება, საკონკურსო საბუთები პირველ რიგში uni-assist-ს უნდა გადაუგზავნოთ.

uni-assist-ის კიდე ერთი დადებითი მხარე: თუ რამოდენიმე უმაღლეს სასწავლებელში ერთდროულად აპირებთ ცადოთ ბედი, თავიდან აიცილეთ საკონკურსო საბუთების თვითოეულ მათგანში გადაგზავნა! ამისათვის საკმარისია უნი-ასსისტ-ში გადაგზავნოთ ნათარგმნი და დამოწმებული საბუთების მხოლოდ ერთი ეგზემპლარი. მომსახურების საფასური საქართველოსთვის შეადგენს 55 ევროს ერთ უნივერსიტეტზე. თვითოეულ დამატებით უნივერსიტეტზე კი 15 ევროს. თუკი საკონსულტაციო ცენტრი საკონკურსო საბუთებს სრულყოფილად მიიჩნევს, მათ შეფასების შედეგებთან ერთად პირდაპირ გადაუგზავნის თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.uni-assist.de

 

შეზღუდული სასწავლო ადგილები, numerus clausus
გერმანიაში უმაღლეს სასწავლებელში როგორც წესი არ არის ე.წ. მისაღები გამოცდები. თუმცა, სპეციალობებზე, რომელზეც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია არსებობს შეზღუდვები. ამ შემთხვევაში განისაზღვრება Numerus Clausus-ი, ანუ ატესტატის ნიშნების გარკვეული დონე. ქართველმა აბიტურიენტებმა, რომელთაც მსგავს სპეციალობებზე სურთ განაცხადის შეტანა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ uni-assist-ს. უმეტესი სპეციალობებისათვის კი ამ დროისათვის მოქმედებს შიდასაუნივერსიტეტო შეზღუდვები, რომელთა შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ან თქვენს მიერ არჩეული უნივერსიტეტის საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილებაში.

 

ინფორმაცია მოძიებულია გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

 

წარმატებებს გისურვებთ !

წყარო :edulab.ge