რომის აეროპორტში დაკავებულებიდან ერთ-ერთ მათგანს – დენის პოპოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაჭირდა

2150
რომის აეროპორტში დაკავებულებიდან ერთ-ერთ მათგანს – დენის პოპოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაჭირდა, აღნიშნულ ინფრმაციას ერთ-ერთი დაკავებული გვაწვდის და კვლავ დახმარებას ითხოვს.
 შეგახსენებთ რომ დილით რომის აეროპორტიდან  გვაცნობეს რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე რომის აეროპორტში არიან დაკავებულები და მათ იტალიის მესაზღვრეების გადაწყვეტილებით იტალიის ტერიტორიაზე არ შეუშვბდნენ.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით ამ ეტაპზე რომის აეროპორტში საქართველოს ექვსი მოქალაქე: ნათია მელიქიძე,ვიოლეტა კარტოზია, ლია მაისურაძე, ირაკლი მოწყობილი და ბექა ონიანი იმყოფებიან. დენის პოპოვი კი შეუძლოთ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის გამო სადეპორტო განყოფილებიდან გაიყვანეს.

საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ითხოვენ და ელოდებიან საქართველოს დიპლომატიური მისიისგან ყურადღებას.