რომში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოს მოქალაქეების დაკავებას არ გამორიცხავს

1281

რომში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოს მოქალაქეების დაკავებას არ გამორიცხავს, ამის შესახებ განცხადებას რუსთავი 2 ავრცელებს , ბადრი მებურიშვილის განცხადებით : „გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ ლიეჟში ვნახეთ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული არის. ეს არ არის კარგი მიდგომა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს აგენტ-პროვოკატორების გამგზავნა და ა.შ. თუმცა ამაზე ადეკვატური ღონისძიებები შევიმუშავეთ ჩვენ. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების გამკაცრება. მინდა ვთქვა, რომ მენეჯმენტისგან მიღებული გვაქვს ესეთი თანხმობა, რომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მივუთითებთ პიროვნებაზე, რომელიც არის შესაძლო აგენტ-პროვოკატორი, ან რაიმე პროვოკაციის მოხდენას აპირებს, ეს პიროვნება იქნება ადგილზე შეჩერებული და გადაცემული პოლიციას,“ – ღიად აანონსებს შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბადრი მებურიშვილი.