რომში ემიგრანტები ლიეჟის მსგავსად ისევ გაყვეს პოლიტიკური მოსაზრებების მიხედვით და შეკრებაზე არ შეუშვეს

311

რომში, სასტუმროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრა მიმდინარეობს, ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი რომიდან იუწყება. როგორც ემიგრანტები ამბობენ, იმის მიუხედავად რომ რეგისტრაცია გაიარეს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. ამის მიზეზად აქციის მონაწილეები იმას ასახელებენ, რომ მათ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

„იმიტომ არ გვიშვებენ, რომ მიშა ვერ იტანს განსხვავებულ აზრს. მისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი. ჩვენ მოვედით ჩვენი აზრის დასაფიქსირებლად. პირველ რიგში, მან პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც ჩაიდინა. არ გვიშვებენ, რადგან განსხვავებული აზრის მატარებლები ვართ და არ ვართ მიშას მგალობლები და ხოტბის შემსხმელები“, – განაცხადა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასტუმროსთან პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა.