რუმინეთის ქალაქი ტირგოვიშტე ერთ-ერთ ქართულ ქალაქს დაუძმობილდება

201

რუმინეთის ქალაქი ტირგოვიშტე ერთ-ერთ ქართულ ქალაქს დაუძმობილდება, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მას შემდგომ რაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი დიმბოვიცას რეგიონს ეწვია, სადაც ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა დიმბოვიცას რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან, დანიელ-ნიკოლაე კომენესკუსთან და დედაქალაქ ტირგოვიშტეს მერთან, დანიელ კრისტიან სტანთან.
შეხვედრების ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივებსა და ქალაქ ტირგოვიშტესა და ერთ-ერთი ქართული ქალაქის დაძმობილების საკითხს.