რუსეთში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გამოსული აქტივისტი დააპატიმრეს.

800

რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში, ანტიპუტინისტური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელსაც ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ედგა სათავეში. აქციაზე კი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობისთვის, ერთ პირს 27 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. საპროტესტო აქციას, ერთი მთავარი სლოგანი – “Он нам не царь” (“ის( პუტინი) ჩვენი მეფე არ არის”) ჰქონდა.  აქცია რომელიც ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, მონაწილეობა მიიღეს პარტია “სოლიდარნოსტის” აქტივისტებმა. მათ თან ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის დროშები, მათ შორის: საქართველოს, ევროკავშირის, ისრაელის, ბრიტანეთის, უკრაინის და ა.შ. აღნიშნული ქვეყნების დროშებით მსვლელობისთვის, პეტერბურგის პოლიციამ პარტიის აქტივისტები დააკავა, რომელთაგან ზოგს ფულადი ჯარიმა დააკისრა, ზოგს კი რამდენიმე დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაგალითად, კონკრეტულად საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოძრავ აქტივისტს, მაქსიმ რაზმეტოვს სასმართლომ 27-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ხოლო მეორე აქტივისტი ვადიმ ჩარუშევი, “უცხო ქვეყნის დროშით” შეთანხმებულ მსვლელობაში მონაწილეობისთვის, სასამართლომ 11 000 რუბლით დააჯარიმა.

წყარო: https://tvrain.ru/news/zaderzhaniya-462965/ utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=news&utm_term=462965